უკრაინაში მოწამლული 6 ქართველი მებრძოლი კლინიკას ხვალ დატოვებს

07 აპრილი 2022, 11:08 1006 ნახვა

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ გოსტომელში შესვლისას ქიმიური ნივთიერებით მოწამლული 6 ქართველი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ შორისაა ნადიმ ხმალაძე, რომლის ინფორმარციითაც ისინი თავს კარგად გრძნობენ და კლინიკას ხვალ დატოვებენ.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ამბობს, ქიმიური ნივთიერებით მოწამვლა დადასტურდა, თუმცა სახეობა ჯერ დადგენილი არ არის.  მისი თქმით, მოწამლულები, რომ იყვნენ მას შემდეგ მიხვდნენ, რაც  მათთან ერთად მყოფი ორი ჯარისკაცი გარდაიცვალა. 

საბედნიეროდ ტერიტორია, სადაც ქართველი მებრძოლის ინფორმაციით, ქიმიური ნივთიერება იყო  დროულად დატოვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი