არა გენოციდს, არა ძალადობას, სოლიდარობა უკრაინელ ხალხს - აქცია ქუთაისში

06 აპრილი 2022, 20:53 997 ნახვა

არა გენოციდს, არა ძალადობას! სოლიდარობა უკრაინელ ხალხს! - ამ სლოგანით ქუთაისში რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში ჩადენილი სასტიკი დანაშაულებები გააპროტესტეს.

მოქალაქეები თეთრ ხიდზე ყვავილებით და სანთლებით შეიკრიბნენ და რუსი ჯარისკაცების მიერ წამებით მოკლული ადამიანების ხსოვნას პატივს მიაგეს.

მდუმარე აქციას უკრაინის მოქალაქეების შეუერთდნენ. უკრაინელ ბავშვებს ხელში ბანერები ეკავათ, წარწერით „ჩვენ მარიუპოლიდან“ ვართ.

აქციაში მონაწილეობას რიგითი მოქალაქეების გარდა, მესამე სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იღებდნენ.

რუსული ჯარი ალყაშემორტყმულ ბუჩაში სასტიკად გაუსწორდა ადგილობრივებს. რუსი ჯარისკაცებისგან გაწმენდილ ქალაქში უკრაინელ სამხედროებს ქუჩაში ხელებშეკრული ასობით ადამიანები დახვრეტილი დახვდათ.

გაუპატიურებული ქალები და ბავშვები იპოვეს სარდაფებში. უკრაინაში 42-ე დღეა ომია.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში