სარეაბილიტაციო ცენტრ “თანას” თავშესაფრის აღსაზრდელებს დღეს საახალწლო ზეიმი მოუწყვეს და საჩუქრები გადასცეს. ღონისძიება ბათუმის ნავთობ-ტერმინალისა და ”თანას” ორგანიზებით შედგა. საზეიმო საღამოზე 50-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობა მოკლებული ბავშვი იმყოფებოდა, მათთვის ანიმატორებმა სპეციალური შოუ პროგრამა გამართეს.