კანადამ რუსეთისა და ბელარუსის 18 მოქალაქე შავ სიაში შეიყვანა

06 აპრილი 2022, 13:05 1010 ნახვა

კანადამ შავ სიაში შეიყვანა რუსეთის ცხრა და ბელარუსის ცხრა მოქალაქე. სანქციები დაუწესდათ ოლიგარქებს – ვლადიმირ პოტანინს, ვიქტორ ვეკელსბერგს, კირილ შამალოვს და ლეონიდ მიხელსონს, ასევე ბელარუსის თავდაცვის მინისტრის სამ მოადგილეს.

კანადის მთავრობის განკარგულებით, შეზღუდვები ასევე გავრცელდება „ტე-ემ-კას“ დირექტორთა საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელ დმიტრი პუმიანსკიზე და მის მეუღლე გალინა პუმიანსკიაზე.

კანადის მიერ შავ სიაში შეყვანილ პირებს აქტივებს დაუყადაღებენ, მათ აღარ შეეძლებათ ბიზნეს საქმიანობის წარმართვა კანადის ტერიტორიაზე და ვერ აიღებენ სესხებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი