საქართველოს თასის გათამაშება მშვილდოსნობაში

06 აპრილი 2022, 10:02 503 ნახვა

ბათუმში მშვილდოსნობაში საქართველოს თასის გათამაშების  პირველი ეტაპი იწყება. შეჯიბრება ქალთა და მამაკაცთა შორის პირად პირველობაში, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება.

საქართველოს თასი გათამაშდება პარამშვილდოსნებში. საქართველოს თასზე დიდებს შორის სასროლო დისტანცია 70, კადეტებში კი 60 მეტრი იქნება. ხვალ საკვალიფიკაციო რაუნდი გაიმართება, 8 აპრილს კი ფინალური შეხვედრები ჩატარდება.

ტურნირის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევაა, რომლებიც შემდეგ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და თასის გათამაშებებში მიიღებენ მონაწილეობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი