უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ახალ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების განცხადებაში წერია, რომ რუსი სამხედროები, რომლებიც ბუჩაში ხოცავდნენ და აწამებდნენ მშვიდობიანი მოქალაქეებს უკრაინაში ბრუნდებიან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, რუსულ სარდლობას მათთვის სავარაუდოდ "სპეციალური დავალება" აქვს. უწყების ცნობით, 4 აპრილის მონაცემებით, ეს ბრიგადა ბელარუსის ტერიტორიაზე გაიყვანეს, საიდანაც ბელგოროდში გზავნიან, 2 კვირის განმავლობაში დასასვენებლად. ამის შემდეგ იგეგმება ბრიგადის დაბრუნება, სავარაუდოდ, ხარკოვის მიმართულებით - „ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში.