სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ”კოკაინი” ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.
შსს ინფორმაციით, დაკავებულის კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის შემოწმებისას, სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 2 კილო და 200 გრამი „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.