ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე მორიგ სასამართლო სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმინეს. პროკურატურას სამი ბრალდებული ჰყავს.
ორ მუშას გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას, გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის და ჯანმრთელობის დაზიანებას ედავება, ბინის მეპატრონეს კი ბრალი შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აქვს წარდგენილი.
მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.