ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში იტალიური ნაპოლის ფეხბურთელი გახდება. ინფორმაცია საფეხბურთო კლუბ ნაპოლის ოფიციალური რადიოს ვებგვერდმა დაადასტურა.
ნაპოლი-კალჩიო-მერკანტომ ასევე გაასაჯაროვა კონტრაქტის დეტალები, რომელზეც კვარაცხელიას აგენტები და იტალიური გუნდის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ. ზაფხულში ნაპოლის ლორენცო ინსინიე დატოვებს, მის შემცვლელად იტალიელებმა ქართველი შემტევი შეითანხმეს. საუბარია ხუთწლიან კონტრაქტზე.
ამ ტრანსფერის სანაცვლოდ ნეაპოლელები ბათუმის დინამოს, რომელთანაც კვარაცხელიამ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, 10 მილიონ ევროს გადაუხდიან, კვარაცხელია კი წელიწადში ერთ მილიონ ევროს მიიღებს.