ანტალიაში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში ოქროს მედალი გიორგი ტერაშვილმა მოიპოვა. მან ფინალში იტალიელი მანუელ ლომბარდო იპონით დაამარცხა.
ფინალში იჭიდავა ლუხუმ ჩხვიმიანმაც, თუმცა დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
მედლის გარეშე დარჩა გიორგი შერაზადიშვილი.
დღეს ტურნირში მძიმეწონოსნები ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, ონისე სანებლიძე, გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი იჭიდავებენ.