ჯანდაცვის სფეროში იმუნიზაციის მაჩვენებლის გაუმჯობესების გზებს ეძებენ - შეხვედრა ბათუმში

03 აპრილი 2022, 14:03 958 ნახვა

საქართველოში იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებელი, გამომწვევი მიზეზები და გაუმჯობესების   გზები   განიხილეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ბათუმში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრას იმუნიზაციის პროცესში ჩართული მედიკოსები, ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგნელები ესწრებოდნენ.

პროექტს, რომლის  მიზანიც იმუნიზაციის  მაჩვენებლის  გაზრდაა, გაეროს  ბავშვთა ფონდი და საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ახორციელებს.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგნელების განცხადებით, პანდემიის პროცესში ბავშვთა ზოგადი იმუნიზაციაც  ნაწილობრივ შეფერხდა.

პროექტის ფარგლებში დისკუსიათა სერია საქართველოს 9 რეგიონში გაიმართება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი