ბათუმში ყველა, 14-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები დათვლილია. ცესკოს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს.
რამაზ ჯინჭარაძეს მხარი 7 225-მა ადამიანმა დაუჭირა, რაც 69.02% შეადგენს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა მათე ფუტკარაძემ - 3 244 ხმა, ანუ 30.98%-ი დააგროვა.
ყველა უბანია დათვლილი რუსთავსა და გარდაბანშიც. 121-ვე საარჩევნო უბნის მონაცემით „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი ლიდერობს, მას 90.61%-ი აქვს. „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისათვის“ – 6.95% საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია კამალ მურადხანოვს კი 2.43%“-ი.
შუალედური არჩევნები ცესკომ შეაჯამა.