მოჭიდავე ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონია.
ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 63 კგ.წონით კატეგორიის ფინალში ლერიმ აზერბაიჯანელი ტალეჰ მამადოვი 3:1 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
55 კგ.-ის ფინალში ნუგზარ წურწუმია აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან 2:8 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
რობერტ კობლიაშვილი კი 87 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლოსთვის შეხვედრაში იტალიელ მირკო მინგუცის შეხვდა, დაპირისპირება 3:3 დასრულდა, მაგრამ ბოლო ქულის უპირატესობით მედლის მფლობელი კობლიაშვილი გახდა.
პირველი დღის შემდეგ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 3 მედალი აქვს . აქედან 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი.
დღეს ქართველ მოჭიდავეებს კიდევ 3 მედლის მოპოვების შანსი აქვთ.
72 კგ.-ში შმაგი ბოლქვაძე ფინალში უნგრელ რობერტ ატილას შეხვდება.
82 კგ.-ის ფინალში კი გელა ბოლქვაძე აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს დაუპირისპირდება.
67 კგ.ში ბრინჯაოს მედალისთვის რამაზ ზოიძე იბრძოლებს.