ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ახალ განცხადებას ავრცელებს

02 აპრილი 2022, 19:25 1041 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბნების გარეთ „მას ჰქონდა დეჟავუ“.

ჩვენ ვხედავდით, საარჩევნო უბნებზე ახლადდანერგილ ტექნოლოგიებს, რომელიც არის ერთი მხრივ პროგრესის საწინდარი, ამავდროულად კი, როცა უბნის გარეთ გამოვდიოდით, ვხედავდით, რომ ისევ შეინიშნებოდა ის მანიშნებელი ინდიკატორები, როგორიც არის ხალხმრავლობა უბნებთან, გაურკვეველი ადამიანების... ჩვენ ვხედავდით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ისევ კრიმინალური ელემენტების კონცენტრაციაზე, ჩვენ ვხედავდით ამომრჩეველის ნებაზე ძალადობას, რომელიც გამოიხატება შანტაჟში, მოსყიდვაში, დაშინებაში“, - აცხადებს სიორიძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი