პოლიტიკური შეფასებების თემაა, რატომ გაიწვია ზელენსკიმ ელჩი საქართველოდან. ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლება მიიჩნევენ, რომ დიპლომატის გაწვევის საჭიროება არ იდგა და საქართველომ შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყველაფერი გააკეთა. საქართველო უკრაინისადმი სოლიდარობას არ შეწყვეტს და მხარდაჭერას განაგრძობს, როგორც საერთაშორისო, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით. შეფასებებში შედარებით მკაცრია ოპოზიციის სხვა ნაწილი - სწორედ ამ შეფასებებს ისმენს დღეს ირაკლი ყურაშვილი.