ევროპის ძიუდოს კავშირის გვერდზე 34 წლის ძიუდოისტ გიორგი ზანთარაიას კომენტარი გამოქვეყნდა, რომლის მეუღლე და შვილები პოლონეთში გადავიდნენ, თავად სპორტსმენი კი კიევში დარჩა. ერთი თვის წინ ყველაფერი ჩვეულებრივად ჩანდა. უფროსები სამსახურებში დადიოდნენ, ბავშვები - სკოლაში ან პარკებში თამაშობდნენ, ძიუდოისტები დარბაზებში ვვარჯიშობდით. ახლა ისე აღარ არის. უკრაინას, როგორც არასდროს, ისე სჭირდებით. არსად წავალ, სანამ ყველაფერი არ დასრულდება. ყველა შეიარაღებულია. ვიცავთ ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას.
სპორტულ საზოგადოებას მოვუწოდო, გთხოვთ, დაგვეხმარეთ. ძალიან გვჭირდება თქვენი თანადგომა!". გიორგი ზანთარაია ტიტულოვანი სპორტსმენია. ის უკრაინის სახელით ასპარეზობს, გიორგი გალში დაიბადა. ის მსოფლიო ჩემპიონია, ევროპის ჩემპიონი კი სამჯერ გახდა.