საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 6 მედლით დაასრულა.
უნგრეთში გამართულ კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს 125 კგ. წონით კატეგორიის ფინალში გენო პეტრიაშვილი თურქ ტაჰა აკგულთან 2-5 დამარცხდა და ვერცხლს მედალს დასჯერდა.
საერთო ჯამში იანტბელიძის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა და მხოლოდ თურქეთს და აზერბაიჯანს ჩამორჩა.
შეგახსენებთ რომ ევროპის ჩემპიონი 70 კგ.წონით კატეგორიაში ზურაბ იაკობაშვილი გახდა.