მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, პრეზიდენტის მხრიდან არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩების ან მისიის ხელმძღვანელების კანდიდატები; რასაც კატეგორიულად უარყოფს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას. დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, დოკუმენტურადაა დადასტურებული, რომ სალომე ზურაბიშვილმა გასულ წელს 2 ელჩის დანიშვნასა და ერთის გათავისუფლებაზე უარი თქვა.