“ქართველი“ - ასე ჰქვია მოქანდაკე ალექსანდრე თევზაძის მიერ შექმნილ სკულპტურას, რომლის გამოფენაც ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.
ავტორის განმარტებით, სკულპტურა ქართველ ადამიანს განასახიერებს და წარმოადგენს სხვადასხვა ისტორიული თუ მითოლოგიური პერსონაჟის ნაკრებს. მისი ინფორმაციით, განსაკუთრებული ადგილი სკულპტურაში უჭირავს კაცობრიობის ისტორიის მარგალიტს შოთა რუსთაველს, ასევე მასში შეგვიძლია ამოვიკითხოთ ქართველი მეფეები, ქართველი ისტორიული გმირები, ქართველი მწერლები და მათი პერსონაჟები.
გამოფენა-აქცია ხელოვნების მუზეუმში 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.