რუსეთის აგრესიას უკრაინაში 145 ბავშვი ემსხვერპლა, 222 კი დაშავდა - პროკურატურა

30 მარტი 2022, 10:29 1095 ნახვა

უკრაინაში რუსეთის  შეიარაღებული აგრესიის შედეგად 145 ბავშვი დაიღუპა, 222 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყველაზე მეტი დაშავებულია კიევის ოლქში - 69 ბავშვი, ხარკოვის ოლქში - 49, დონეცკის ოლქში - 54, ჩერნიგოვის ოლქში - 39, ნიკოლაევის ოლქში - 30, ლუგანსკის ოლქში - 28, ზაპოროჟიის ოლქში - 22, ხერსონის რეგიონში - 25, დედაქალაქში - 16, სუმის რეგიონი - 16, ჟიტომირის რეგიონი - 15.

მათივე განმარტებით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ოკუპირებული ტერიტორიებიდან და საომარი ზონებიდან ინფორმაცია არ ვრცელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი