სლოვაკეთის დედაქალაქმა ბრატისლავამ კარატეში 42-ე საერთაშორისო ტურნირის უმასპინძლა.
შეჯიბრებაში 30 ქვეყნის 1980 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ტურნირზე 5 წარმომადგენელი ჰყავდა, ამათგან ორმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ოქროს მედლები პარა კარატეში ჯონი თოფურიამ, ხოლო +70 კილოგრამ წონით კატეგორიაში 14-15 წლის სპორტსმენს შორის ლუკა შანთაძემ მოიპოვა.
საუკეთესო ხუთეულში გავიდა საბა სურმანიძე და ნიკა გოგუაძე.
გიორგი მიქელაძე კი საუკეთესო ათეულს დასჯერდა.
ქართველი კარატისტები მაისში ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ.