სიღრმისეულად მოხდება პროექტის დაგეგმვა და მალე დაიწყება ნაპირდაცვითი ღონისძიებების გატარება - თორნიკე რიჟვაძე

29 მარტი 2022, 12:01 725 ნახვა

ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, ინფრასტრუქტურული კუთხით, გახლდათ ნაპირდაცვითი ღონისძიებები ახალ ბულვარში. სამწუხაროდ წინა ხელისუფლების დროს აქ არ მომხდარა სიღრმისეული კვლევები-ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სიღრმისეულად მოხდება პროექტის დაგეგმვა და ძალიან მალე დაიწყება ნაპირდაცვითი ღონისძიებების გატარება.

"სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს აქ არ მომხდარა სიღრმისეული კვლევები, არც ერთი გარემოსდაცვითი კვლევა არ იყო ჩატარებული, შესაბამისად ჩვენ დღეს გვიწევს, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე, არამედ სხვა პროექტებთანაც გაფუჭებული საქმეების კეთება.

გადავწყვიტეთ, რომ სიღრმისეულად მოხდება ამ პროექტის დაგეგმარება, ჩართული არიან შესაბამისი გარემოსდაცვითი და საინჟინრო ექსპერტები და ძალიან მალე დავიწყებთ ნაპირდაცვითი ღონისძიებების გატარებას. რა თქმა უნდა, ეს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მერიასთან ერთად იქნება დაფინანსებული"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში