გაიზრდება თუ არა კიდევ საწვავზე ფასი - ვახტანგ ჭარაიას პროგნოზები

27 მარტი 2022, 20:36 1356 ნახვა
00:00
00:00

საწვავის გაძვირების მიზეზებზე და არსებული ვითარებიდან გამოსავლის შესახებ საკუთარი შეხედულებები გაუზიარა „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეკონომიკის ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ.

მისი თქმით, ნავთობზე ფასი მთელი მასშტაბით გაიზარდა და არავის აქვს გარანტია, რომ ფასის ზრდა ამ ნიშნულზე გაჩერდება.

„როცა ჩვენ იმპორტიორი ქვეყანა ვართ, რთულია მთავრობამ შეამციროს საწვავზე ფასი“, - აცხადებს ექსპერტი.

ჭარაია მიიჩნევს, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი მდგომარეობს ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების წახალისებასა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების მოძიებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში