ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მოქალაქეებმა საწვავის გაძვირება გააპროტესტეს, აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს. მოქალაქეები აქციზის გადასახადის გაუქმებას და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანას ითხოვენ.
ბოლო ერთ თვის განმავლობაში საწვავზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა. მისი ღირებულება 4 ლარის ფარგლებში მერყეობს და ზოგ შემთხვევაში აჭარბებს კიდეც.