24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ქართულ სამედიცინო ლიტერატურაში ტუბერკულოზის შესახებ პირველი ჩანაწერები გვხვდება X საუკუნის „უსწორო კარაბადინში,“ ხოლო 1864 წლის 05 აპრილს შეიქმნა კავკასიის საიმპერატორო სამედიცინო საზოგადოება, რომლის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებად 1904 წლიდან იქცა ტუბსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება.1917 წლამდე ყოველწლიურად აღნიშნავდნენ „თეთრი ყვავილის დღეს“ , ხოლო 1917-1928 წლებში აღინიშნებოდა „ტუბერკულოზის სამდღიური“; პირველი დამოუკიდებელ სახელმწიფოს შექმნასთან ერთად ამ მიმართულებით აქტიური მოღვაწეობა დაიწყო იოსებ აბაკელიამ - შემდგომში ფტიზიატრიის დამფუძნებელმა საქართველოში. სამკურნალო პერიოდი სირთულის მიხედვით 8-დან 12 თვემდეა, 98 % კი განკურნებადია,