რუსეთის პრემიერლიგის კლუბმა ყაზანის ''რუბინმა'' ოფიციალურად დაადასრურა, რომ გუნდსა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის კონტრაქტი შეჩერდა, - ინფორმაცია ყაზანური კლუბის ოფიციალური სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნდა.
''საფეხბურთო კლუბმა რუბინმა და ხვიჩა კვარაცხელიამ კონტრაქტის შეჩერება გადაწყვიტეს.ფეხბურთელის მხარემ კლუბთან კონსულტაციები გამართა, რის შემდეგაც შრომითი შეთანხმების შეჩერებაზე ურთიერთშეთანხმება შედგა. მადლობას ვუხდით ხვიჩას "რუბინში" გატარებული დროისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს!'' - წერია განცხადებაში.