თაღლითობით დაზარალებულების აქცია 

24 მარტი 2022, 17:28 1350 ნახვა

ქობულეთში ლომბარდისგან დაზარალებულმა მოქალაქეებმა აქცია დაღუპული გმირების პატივსაცემად გადადეს.

ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოს კი დამატებით 10 დღიან ვადა მისცეს 100- მდე დაზარალებული მოქალაქის საქმის გამოძიებისთვის. მათ სხვადასხვა პერიოდში უძრავი და მოძრავი ქონება დაალომბარდეს, მოგვიანებით კი ვერც ქონება და ვერც გადახდილი თანხა დაიბრუნეს, რადგან ლომბარდის მეპატრონე მიიმალა. საქმე აღძრულია, მაგრამ გამოძიება მათი თქმით, ჭიანურდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180 -ე თაღლითობის მუხლითაა დაწყებული და ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი