ამნისტიის შესახებ კანონპროექტი განიხილეს საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით არ მიიღო, ვინაიდან ოპოზიციამ კონსულტაციებისთვის დრო ითხოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია და შესაძლოა მომავალ კვირას ამნისტიის კანონპროექტი მიღებული იქნეს.