საავტომობილო გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზებზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალებზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი. უწყების ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.