იაპონიაში მიმდინარე მარტის ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინმა ტურინზე დადებითი ბალანსი გაინაღდა.
ჰარუ ბაშოს მორიგ საშეჯიბრო დღეს მე-15 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველი ტერუცუიოშის დაუპირისპირდა და ცურიდაშის ილეთით მოუგო.
ამ დროისთვის ლევანს 8 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს, რითაც უკვე დადებითი ბალანსი განაღდებული აქვს.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მეთორმეტე საბრძოლო დღეს მე-9 მაეგაშირა ტობიზარუ იქნება.
ამ მაჩვენებლის დაფიქსირებით ლევანი ქვედა დივიზიონში დაქვეითებას გადაურჩა.
ახლა კი დარჩენილ ბრძოლებში გამარჯვების შემთხვევაში წოდებაში დაწინაურდება.