პოლონეთმა აშშ-ს დიდი ოცეულიდან რუსეთის გარიცხვა შესთავაზა

22 მარტი 2022, 21:37 784 ნახვა

პოლონეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს სთავაზობს, განიხილოს საკითხი რუსეთის "დიდი ოცეულიდან" (G20) გარიცხვის თაობაზე, - ამის შესახებ უცხოური მედია პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრზე პეტრ ნოვაკზე დაყრდნობით იტყობინება.

„ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე, მათ შორის აშშ-ის ვაჭრობის მდივან, ჯინა რაიმონდოსთან შეხვედრაზე გამოვთქვით ინიციატივა რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვის თაობაზე, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა ეს საკითხი პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უნდა გადაეცეს“, - აცხადებს ნოვაკი.

პეტრ ნოვაკის განცხადებით, რუსეთის ადგილი მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკების ფორმატში სწორედ პოლონეთმა უნდა დაიკავოს. 

საკითხზე ამერიკულ მხარეს ჯერჯერობით  ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში