პანდემია დასრულდა?

22 მარტი 2022, 19:56 1134 ნახვა

პანდემია დასასრულს უახლოვდება - თქვა, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა და შეფასებების თემად იქცა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი კი გაბრაზებულია, მათზე ვინც არ აიცრა.  მიმდინარე კვირაში საქართველო კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს, თუმცა ამასთანავე ორშაბათიდან არსებული შეზღუდვების ნაწილი უქმდება. დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების გარდა, ყველა შეზღუდვა და რეგულაცია გაუქმდება. დღეს, ქვეყანაში ინფიცირების 1053 შემთხვევა გამოვლინდა და 7 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი