იაპონიაში მიმდინარე მარტის ბაშოს მე-10 დღეს ტოჩინოშინმა მე-7 გამარჯვება მოიპოვა.
ჰარუ ბაშოს მომდევნო საშეჯიბრო დღეს მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინის მეტოქე კაისეი იყო, რომელიც იორიკირის ილეთით დაამარცხა.
ლევანმა ქამარში ჩავლება მოახერხა და საბოლოოდ დოჰიოდან გაყვანაც შეძლო.
10 დღის თავზე ქართველი კარგად მიდის. მის ანგარიშზე 7 მოგება და 3 მარცხია.
დარჩენილი 5 ბრძოლიდან დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ლევანს მინიმუმ 1 მოგება სჭირდება.
გორგაძის მომდევნო მეტოქე მე-11 მაეგაშირა ტერუციოში იქნება.