საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
"ბორჯღალოსნებმა" ეს ტიტული ისტორიაში ყველაზე მეტჯერ 14-ჯერ აღმართეს.
არაოფიციალური ფინალი თბილისში "დინამო" არენაზე გაიმართა.
ბოლო ტურის წინ ესპანელები ცხრილის ლიდერები იყვნენ ქართველები კი 2 ქულით ჩამორჩებოდნენ.
"ბორჯღალოსნებმა" მიმდინარე წლის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი გამართეს და ესპანეთი 49-15 დაამარცხეს.
ქართველებთაგან ორ-ორი ლელო ტაბუცაძემ და გიორგაძემ დადო, ხოლო თითო ლელო შარიქაძეს და ჭყოიძის ანგარიშზეა.
5 გარდასახვა და 2 ჯარმა აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა. ერთი არეკნი ლობჟანიძემ შეასრულა.
შეგახსენებთ რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ევროპა-1-ის სტატუსით იასპარეზებს.
ქართველები საფრანგეთში გ ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯის და ფლეი ოფის გამარჯვებულთან ერთად ითამაშებს.
მომავალ ტურნირზე კი რაგბი ევროპის ჩემპიონატი 8 გუნდიანი გახდება.