ჟურნალისტებზე თავდამსხმელი დაკავებულია

18 მარტი 2022, 17:34 1023 ნახვა

ტელეკომპანია ,,ფორმულა“-ს თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ერთი მოქალაქე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბარში, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი და ოპერატორები მისულები იყვნენ რესპოდენტთან ინტერვიუს ჩასაწერად, რა დროსაც ბრალდებულმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ მისცა ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა და ბარის დატოვება მოსთხოვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

უწყების ინფორმაციით, ასევე იძიებენ, გუშინ ზუგდიდში ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ თანამშრომლების მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ფაქტსაც. „ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ტიპის საქმეების გამოძიება იყოს რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური.“ - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი