ბათუმში ნაფიცმა მსაჯულებმა პირველი ვერდიქტი გამოიტანეს - ბრალდებული უდანაშაულოდ ცნეს 

18 მარტი 2022, 17:03 4760 ნახვა

ნაფიცმა მსაჯულებმა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული უდანაშაულოდ ცნეს - გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი კვალიფიკაციის საქმეზე ნაფიც მსაჯულებმა ვერდიქტი გამოიტანეს.  ცხრა ხმა სამის წინააღმდეგ - ასეთია დღევანდელი გადაწყვეტილება. 

შემთხვევა, რაზეც მსაჯულებმა იმსჯელეს 2021 წლის 19 ივნისს მოხდა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა  მაქსიმე ქობულაძემ ერთ პირზე  ფიზიკურად იძალადა,  კლინიკაში გადაყვანის შემდეგ  კი დაზარალებული  გარდაიცვალა.

დაცვის მხარე საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობდა. 

ბათუმში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის დარბაზი 2016 წლიდან მზადაა, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერდიქტი არ მიღებულა. მიზეზი მსაჯულების ვერ შერჩევა და მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმება იყო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში