''ფორმულას'' გადამღებ ჯგუფზე პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

18 მარტი 2022, 16:15 897 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

კოკა კაციტაძის განცხადებით,  შესაძლოა საქმეზე კვალიფიკაცია უფრო დამძიმდეს.

მისივე თქმით, საგამოძიებო სამსახური ასევე იძიებს ზუგდიდში ტელეკომპანია „მთავარი“ არხის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს.

„ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დაკავებულია. 17 მარტს აბაშიძის ბარში ჟურნალისტი და ოპერატორები რესპონდენტთან ინტერვიუზე იყვნენ, რა დროსაც ბრალდებულმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით, მიაყენა შეურაცხყოფა და ბარის დატოვება მოსთხოვა. ფაქტიდან მალევე ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებაზე მოხდა რეაგირება. გამოიკითხნენ ჟურნალისტები, დათვალიერდა ადგილი. ჩვენ მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა მხილებული მოქალაქე. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ასევე იძიებს ზუგდიდში ტელეკომპანია „მთავარი“ არხის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. ჟურნალისტების უფლებებისა და მათი საქმიანობის უფლების დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ საქმეზე შესაძლებელია, რომ დამძიმდეს კვალიფიკაცია“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი