ელჩი იგორ დოლგოვი იმყოფება საქართველოში და ახლა ასრულებს კონსულტაციებს უკრაინის მთავრობასთან - უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი

18 მარტი 2022, 16:03 915 ნახვა

უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი ანდრეი კასანოვი აცხადებს, რომ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ფიზიკურად იმყოფება საქართველოში და ახლა ასრულებს კონსულტაციებს უკრაინის მთავრობასთან.

როგორც ანდრეი კასანოვმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინის საელჩო საქართველოში შეატყობინებს საქართველოს მთავრობას, როცა ელჩი მზად იქნება და შეუდგება მისი მოვალეობის შესრულებას.

„ელჩი იგორ დოლგოვი ამ მომენტში არის გაწვეული კონსულტაციებისთვის. ფიზიკურად ის იმყოფება საქართველოში და ასრულებს ახლა კონსულტაციებს უკრაინის მთავრობასთან. როგორც წინა ბრიფინგზე ვთქვი, ახლაც გავიმეორებ, საქართველოში უკრაინის საელჩო შეატყობინებს საქართველოს მთავრობას, როცა ელჩი მზად იქნება და შეუდგება თავის მოვალეობებს“, – განაცხადა კასანოვმა.

საელჩოში გამართულ ბრიფინგზე ანდრეი კასანოვმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 

კასანოვმა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჰუმანიტარული დახმარების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. პროცესი გრძელდება. უკრაინა მადლობას ეუბნება მთელ საქართველოს მოსახლეობას ამ დახმარებისთვის. მადლობა საქართველოს ყველა რიგით მოქალაქეს, რომელიც უკრაინის დახმარების პროცესში იყო ჩართული, საქართველოს მთავრობას, სხვადასხვა ქალაქის მერებს, საპატრიარქოს ყველაზე საჭირო და რთულ ვითარებაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ჩვენ ასევე მადლობელი ვართ ყველა მოხალისის, რომელიც უკრაინიდან თუ საქართველოდან იყო და რომლებიც ყოველდღიურად ალაგებენ, აწყობენ და აგზავნიან ამ ჰუმანიტარულ დახმარებას"- განაცხადა კასანოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი