პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მათეუშ მორავიეცკის განცხადებით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს გზა, რომელიც სურს და საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში.
მისი თქმით, აგრესია, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2008 წელს, დღემდე იგრძნობა და უკრაინელებს ქართველებზე კარგად ვერავინ გაუგებს.
„ვინ გაუგებს უკეთესად უკრაინას, თუ არა ქართველები, ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - ეს არის 20%, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია ოკუპანტების მიერ. ამიტომ, ამ ადგილიდან მინდა გამოვხატო ჩემი ძლიერი მხარდაჭერა, ჩვენი მეგობრებისადმი, რომლებიც საქართველოში რთულ სიტუაციაში იმყოფებიან ვინაიდან, ის აგრესია, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2008 წელს, დღემდე იგრძნობა. ამიტომ, პოლონეთი დღემდე მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ამ მხარდაჭერას გააგრძელებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს ის გზა, რომელიც თვითონ სურს. ამიტომ, მე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“,- განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.