საქართველოს ეროვნული ბანკი ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას შვედეთის ერთ-ერთი ბანკიდან საქართველოში ფიზიკური პირებისათვის ტრანზაქციების შეწყვეტის შესახებ.
„რეგიონში გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე, როგორც უცხოური ისე ქართული ბანკები აანალიზებენ, თუ რამდენად მისაღებია მათთვის იმ რესურსის გაღება, რომელიც საჭიროა კონკრეტული ტრანზაქციების სანქციებთან შესაბამისობის დასადგენად. სწორედ ამ შეფასებისა და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა-პროცედურების საფუძველზე მიიღება კონკრეტული ტრანზაქციის თაობაზე გადაწყვეტილებები.
ამის მაგალითია ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია შვედეთის ერთ-ერთი კომერციული ბანკის მიერ საქართველოს მიმართულებით ფიზიკური პირებისათვის ტრანზაქციების შეწყვეტაზე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ შვედეთის რიგი სხვა ბანკები, ისევე როგორც ევროპისა და აშშ-ს საფინანსო ინსტიტუტები გადმორიცხვებს სტანდარტულ რეჟიმში აგრძელებენ", - აღნიშნულია განცხადებაში.