„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივას არეგისტრირებს, რომელიც რუსეთის რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ქვეყნის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას უკრძალავს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 200-მდე კომპანია რუსეთშია დარეგისტრირებული და საქართველოში ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას.