უკრაინაში დაჭრილი "FOX News"-ის ოპერატორი დაიღუპა

15 მარტი 2022, 19:40 858 ნახვა

უკრაინაში 14 მარტს დაჭრილი "Fox News-ის“ ოპერატორი პიერ ზაკრზევსკი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის ხელმძღვანელი სიუზან სკოტი ადასტურებს.

ოპერატორი 14 მარტს, ზაკრჟევსკი კიევთან ახლოს, ჰორენკაში, ჟურნალისტ ბენჯამინ ჰოლთან ერთად დაიჭრა. თავდასხმის შედეგად ჰოლი დაშავდა და უკრაინაში, საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.

პიერ ზაკრჟევსკი ​ომის ფოტოგრაფი იყო და საერთაშორისო კონფლიქტებს აშუქებდა. მუშაობდა ერაყში, ავთანეთსა და სირიაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში