უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თბილისშია - ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოკადრებს „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დოლგოვი ელჩის საცხოვრებელ რეზიდენციასთან რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
დიპლომატმა სატელევიზიო კომენტარი არ ისურვა და ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს ვენის კონვენციის დაცვისკენ მოუწოდა.
დაახლოებით 1 კვირის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის ელჩი იგორ დოლბოვი საქართველოდან გაიწვია.