პრეზიდენტს დღეს დასკვნითი სიტყვით არ უსარგებლია. დღევანდელი სხდომა რეგლამენტით არ ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის რეჟიმს.
სალომე ზურაბიშვილის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ტრიბუნა დაიკავეს ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეებმა.
„ქალბატონმა სალომემ მჭლე სამიანი დაგვიწერა, მოდი გავუსწოროთ თვალი რეალობას და ვაღიაროთ, რომ ვიმსახურებდით“ - ასე დაიწყო თავისი სიტყვა დავით უსუფაშვილმა.