პრეზიდენტის წლიური ანგარიში პარლამენტში

14 მარტი 2022, 12:00 707 ნახვა

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან. ორ საათში სალომე ზურაბიშვილი კანონმდებლებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს. პარლამენტის ტრიბუნა ფრაქციათა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეებს დაეთმობათ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ. პრეზიდენტს დღეს შეუძლია დასკვნითი სიტყვის უფლებაც გამოიყენოს.

ოპოზიცია განსაკუთრებით ინტერესდება, თუ რა შედეგით დასრულდა ევროპაში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი უცხოელ პარტნიორებთან. მათივე აზრით, განხილვის თემა იქნება პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის განსხვავებული პოზიციებიც.

სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ჯერ კიდევ 5 მარტს აპირებდა, თუმცა მის წინადადებას საპარალამენტო ბიურომ მხარი არ დაუჭირა.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის ფორმატი რეგლამენტით არის გათვალისწინებული და მისი მოხსენება წლიურ ანგარიშთან ერთად დაეთმობა მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებაზე მსჯელობას და საქართველოს უსაფრთხოების საკითხს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი