რა კავშირშია ერაყში აშშ-ის საკონსულოს დაბომბვა რუსეთ-უკრაინის ომთან - ექსპერტის მოსაზრება

13 მარტი 2022, 19:00 1727 ნახვა

საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრხოების მკვლევარი რუსლან შავაძე ერაყში აშშ-ის საკონსულოს დაბომბვასა და რუსეთ-უკრაინის ომს შორის პირდაპირ კავშირს ხედავს. ამის შესახებ მან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

„შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ეს  პირდაპირ კავშირშია. რუსეთმა ცალკეული გარანტიები მისცა ირანს იმისათვის, რომ მან ყურადღება გადაატანინოს აშშ-ს ერაყის მიმართულებაზე. ამიტომაც, ირანის ტერიტორიიდან მოხდა ბალისტიკური რაკეტების გასროლა, რომლის მოქმედების რადიუსი 330 კილომეტრამდე აღწევს, რითაც ელბირში დაიბომბა ამერიკის სამხედრო ბაზა და საკონსულო. ირანმა ეს შეფუთა, როგორც „მოსადის“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაცია“, - აცხადებს შავაძე.

შეგახსენებთ, რომ ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ- ს საკონსულოსთან აფეთქებები იყო, ჩამოვარდა  სულ მცირე 5 რაკეტა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი