დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგა მეოთხე ტურის მატჩებით განახლდება.
მოქმედი ჩემპიონი ბათუმის "დინამო" საკუთარ კედლებში თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლებს.
შეხვედრა ბათუმის ახალ სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.
ეს გუნდები მიმდინარე წელს საქართველოს სუპერთასის ფინალში შეხვდნენ და ტიტული პენალტების სერიაში ბათუმელებმა მოიპოვეს.
რაც შეეხება ეროვნულ ლიგას 3 ტურის თავზე ორივე გუნდს თანაბარი 6-6 ქულა აქვს, თუმცა გია გეგუჩაძის გაწვინილი "დინამო" უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით ცხრილის სათავეში არის.
დღესვე კიდევ ერთი მატჩი გაიმართება. 21:00 საათზე ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "ლოკომოტივს" მიიღებს.