სამი ოჯახი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი ხულოში, სოფელ კურცხალში. ხულოს გამგებლის ინფორმაციით, გზაზე გაწმენდით სამუშაოებს უხვი ნალექი აფერხებს. ბესიკ ბაუჩაძის თქმით, ოჯახებთან მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს მუდმივი კონტაქტი აქვს და სამივე კომლი უზრუნველყოფილია სურსათით, გათბობითა და ელექტრო ენერგიით. ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემაა შუახვშიც. ამ დრომდე მანქანა ვერ მოძრაობს მაღალი ზონის სოფლების: კობალთის, კარაპეტის, კვიახიძეების , წაბლანას, ჩანჩხალოს, კლდისუბნის, ზემოხევის, ბრილის, ინწკვირეთისა და ნაღვარევის მიმართულებით. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით გაწმენდითი სამუშაოები ყინვის გამო ვერ ხერხდება. მაღალმთიან აჭარაში ამ დროისთვის უმნიშვნელოდ თოვს.