რუსეთს სხვა ქვეყნების დაპყრობის გეგმა არ აქვს, ჩვენ უკრაინასაც არ ვიპყრობთ,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე განცხადებით, რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია.
"რაც შეეხება რუსეთის გეგმებს, დაიპყროს სხვა ქვეყნები, ჩვენ ასეთი გეგმები არ გვაქვს. ჩვენ უკრაინასაც არ ვიპყრობთ. ჩვენ ძირითადად აღვნიშნავდით, რომ იყო სიტუაცია, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა რუსეთის ფედერაციას და მიუხედავად მრავალი ახსნა- განმარტებისა, კომენტარებისა, წინადადებისა, არავინ გვისმენს ჩვენ.''- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.