წამლის ფასის შესამცირებლად და ბაზარზე კონკურენციის გასაზრდელად თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შემოტანა დაიწყო. მეზობელი ქვეყნიდან შემოტანილი პრეპარატის დაბალ ფასში ყიდვა ამ ეტაპზე ყველა აფთიაქში არ არის შესაძლებელი. იმპორტირებული წამლები ევროპულ ბაზარზე წარმოებულ ანალოგიურ პრეპარატებთან შედარებით 30-დან 70%-მდე იაფი ღირს. წამლების გაიაფების გარდა აქცენტი კეთდება ხარისხის კონტროლზე.